ნაგელსმანი „რეალში“ მანჩესტერ „სიტის“ 2 ვარსკვლავს ითხოვს
გერმანული გამოცემების ცნობით, იულიან ნაგელსმანსა და მადრიდის „რეალს“ შორის კომუნიკაცია შედგა...
„ბლანკოსმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს ინტერესი ღიად გამოუხატა და საკუთარი გეგმები გააცნო.
თავის მხრივ, ხედვები ნაგელსმანსაც აქვს და მიიჩნევს, რომ მადრიდში მისვლის შემთხვევაში მისი გუნდის რიგები ჟოაუ კანსელუმ და ბერნარდო სილვამ უნდა გააძლიერონ.
იულიანი იყო მთავარი ინიციატორი იმისა, რომ პორტუგალიელი განაპირა მცველი პრემიერლიგიდან ბუნდესლიგაში გადავიდა და „ბაიერნს“ შეუერთდა. ნაგელსმანის აზრით, კანსელუ საკუთარი უნივერსალურობითა და სისწრაფით დღესდღეობით უკონკურენტოა.
რაც შეეხება ბერნარდო სილვას, ამ ფეხბურთელით იულიანი გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მაგრამ მისი „რეკორდმაისტერის“ რიგებში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
სხვა სატრანსფერო ინფორმაციები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, ვინაიდან ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებს უკავშირდება.
- 25 მარტი 2023
- 8 607
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.