იოზილი:„„რეალში“ ყველაზე ბედნიერი ვიყავი“
მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა. გერმანელმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან მადრიდული კარიერა გაიხსენა...
„სამეფო კლუბში ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ძალიან ლამაზი და დახუნძლული წლები იყო, რომელმაც დიდი გამოცდილება შემძინა.“
„კრიშტიანო რონალდუზე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, მისთვის საჭირო მხოლოდ პასის გაკეთება იყო, დანარჩენს ყველაფერს ზუსტად ასრულებდა.“
„მადრიდიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა. მიზეზები რთული იყო, ხელმძღვანელობასა და ჩემს წარმომადგენლობას შორის ბევრ საკითხზე ვერ შედგა გარიგება, თუმცა ეს უკვე წარსულია.“
„ყველა მატჩი და დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც „ბლანკოსის“ რიგებში მქონდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის განსახიერებაა.“
- 24 მარტი 2023
- 662
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.