პედრის თამაში „ლა კოპას“ „ელ კლასიკოშიც“ საეჭვოა
მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ერთმანეთს 5 აპრილის, „ლა კოპას“ განმეორებით დაპირისპირებაშიც შეხვდებიან...
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩავი ერნანდესს გუნდის უდავო ლიდერი პედრი მესამე „ელ კლასიკოშიც“ დააკლდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის საქმეები კარგად მიდიოდა, ის „ელ კლასიკოს“ წინ სესიაზე კვლავ დაშავდა და აღდგენითი პროცესი ხელახლა დაიწყო.
ექიმების ვარაუდით, ესპანელის „კამპ ნოუზე“ გასვლა სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, პედრის აღდგენითი პროცესის სრულფასოვნად გასავლელად 3 კვირაზე მეტი დასჭირდება.
- 22 მარტი 2023
- 588
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.