სებალიოსი: „გავის ვესაუბრე, რადგან...“
დანი სებალიოსს, რომელიც ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია, გავის ეპიზოდზე დაუსვეს კითხვა. როგორც იცით, განვლილი „ელ კლასიკოს“ მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში კატალონიელმა ფეხბურთელმა განზრახ წააქცია უბურთოდ მყოფი მადრიდელი.
„მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ გვთხოვა, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით. ჩვენ ადრე არ შეხვედრივართ, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქალაქებში დავიბადეთ. თქვენ იცით, თუ როგორი გულანთებულნი ვართ ამ რეგიონის მკვიდრნი.“
„მე და გავიმ არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და შეიძლება ითქვას, ყველაფერი რიგზეა. რაც ხდება მოედანზე, იქვე რჩება. ჩვენ ერთი მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. თუ კარგი ატმოსფერო არ იქნება, ეს ნაკრებზე ცუდად იმოქმედებს.“
„რაც შეეხება აღნიშნულ მომენტს, ვფიქრობ, სუფთა წითელი ბარათი იყო. ალბათ, მსაჯმა იმიტომ არ მოახდინა რეაგირება, რომ მალევე წამოვდექი მინდვრიდან.“
- 22 მარტი 2023
- 1 040
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.