ედერსონი ანჩელოტიზე: „ამის დიდი შანსია“
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯ ედერსონს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჰკითხეს.
„აღნიშნული საკითხი კაზემიროსთან, ვინისთან და მილიტაოსთან განვიხილე. მათ მითხრეს, რომ კარლო ყველას უყვარს და ძალიან წარმატებულია. ახლო მომავალში ვნახავთ, გადმოვა თუ არა სამუშაოდ „სელესაოში.““
„რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ანჩელოტი ბრაზილიას გაწვრთნის. ვეცდები ეს პროცესი დავაჩქარო, თუ ნახევარფინალში „სიტისა“ და „რეალის“ გზები გადაიკვეთება.“
„გვარდიოლასაც ვკითხე, ჩაიბარებდა თუ არა ჩვენს ნაკრებს, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა.“
- 22 მარტი 2023
- 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.