რა გააკეთა აზარმა „ელ კლასიკოს“ შემდეგ?
„ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირებას ბელგიელმა ფეხბურთელმა კვლავ სათადარიგო სკამიდან მიადევნა თვალ-ყური. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თითქმის 4 წლიანი მადრიდული კარიერის განმავლობაში, „შვიდიანს“ არასდროს მიუღია მონაწილეობა კატალონიელებთან ჯახში.
როგორც იცით, სანაკრებო პაუზის გამო, კლუბში ხუთშაბათამდე უქმე დღეები გამოცხადებული. აზარმა გადაწყვიტა აღნიშნული პერიოდი ესპანური სამზარეულოს უკეთ გაცნობას მოიუძღვნას.
„რეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის გმირი ქალაქ სეგოვიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორსნის, Mesón De Cándido-ს სტუმარი გახდა. ფეხბურთელმა ადგილზე სახელგანთქმული შემწვარი ძუძუმწოვარი გოჭი დააგემოვნა.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დაწესებულებამ გაავრცელა. ადგილობრივი პერსონალი აღფრთოვანებული იყო „ბლანკოსის“ მოთამაშის გამასინძლებით.
- 21 მარტი 2023
- 2 805
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.