„რეალი“ ბენზემას ელოდება...
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოლოდინის რეჟიმში არიან.
მიმდინარე სეზონში, წინასგან განსხვავებით, კარიმ ბენზემას პერფორმანსი გაცილებით უფერულია. არსებული მომენტისათვის, ფრანგი თავდამსხმელი 19 გოლსა და 5 ასისტს მოითვლის, ხოლო შარშან, ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, მის ანგარიშზე 34 გოლი და 13 გადაცემა იყო. „ცხრიანს“ ფიზიკური პრობლემების გამო 13 შეხვედრა გაუცდა.
Relevo-ს ინფორმაციით, ბენზემამ ჯერ კიდევ განვლილ ოქტომბერს გაახანგრძლივა „რეალთან“ კონტრაქტი და მას 2024 წლის 30 ივნისამდე შეუძლია კლუბში ყოფნა. ეს ყველაფერი კი, შეუმჩნევლად მოხდა. უფრო კონკრეტულად, კარიმის ხელშეკრულებაში იდო პუნქტი, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოგების შემთხვევაში ვადის 1 წლით ავტომატურად გაგრძელებას ითვალისწინებდა.
„რეალი“ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით არ ნერვიულობს, ვინაიდან ყველაფერი რიგზეა, თუმცა საკითხი მის შესრულებაზე დგას. კლუბში ჯერ დარწმუნებულნი არ არიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბენზემა. შესაძლებელია, მან წასვლა არჩიოს, რადგან მისი ფიზიკური კონდიციები უკვე ვეღარ არის სათანადო სიმაღლეზე.
- 21 მარტი 2023
- 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.