როდის დაბრუნდება მოედანზე ალაბა?
დავიდ ალაბას „ენფილდზე“ მიღებული ტრავმის გამო 6 მატჩის გამოტოვება მოუხდა.
22 თებერვლის შემდეგ მცველი სარეაბილიტაციო პროცესს გადის და გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ჯანმრთელად გრძნობს თავს.
30 წლის ფეხბურთელი მწვანე მინდორს ეროვნული გუნდის მაისურით დაუბრუნდება. ის უკვე ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სავალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მათი მეტოქე აზერბაიჯანი და ესტონეთი იქნებიან.
- 21 მარტი 2023
- 734
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.