ენდრიკის ახალი რეალობა
16 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომელმაც წინა წლის დეკემბერში გააფორმა „რეალთან“ კონტრაქტი, მძიმე პერიოდი უდგას კარიერაში.
„პალმეირასის“ ბოლო 2 მატჩში, მთავარმა მწვრთნელმა ის სათადარიგო სკამზე დატოვა, არადა, მანამდე, მას რეგულარულად ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება და ხშირად, სასტარტო შემადგენლობიდანაც კი ასპარეზობდა.
ფერეირას მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალგაზრდა თავდამსხმელის მშრალი სერია. ენდრიკი უკვე 14 შეხვედრის განმავლობაში ვერ ახერხებს მეტოქის დამწუხრებას. უკანასკნელად, მან 3 ნოემბერს გაიტანა.
მიუხედავად არსებული სურათისა, „რეალში“ ეჭვი არ ეპარებათ სახმრეთ ამერიკელი ამომავალი ვარსკვლავის შესაძლებლობებში. ენდრიკი მადრიდელთა რიგებს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება.
ინფორმაციისათვის, „პალმეირასმა“ პაულისტას სახელად ცნობილი ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. „მწვანეები“ „აგუა სანტას“ შეერკინებიან (გამარჯვებული ორმატჩიანი დუელის შემდეგ გამოვლინდება).
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ ტურნირ სერია ა-ს, ის 16 აპრილიდან აიღებს სტარტს.
- 21 მარტი 2023
- 1 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.