სებალიოსი: „მინდა, რომ ამ გუნდის ლიდერად ჩამოვყალიბდე“
დანიელ სებალიოსი ეროვნული ნაკრების რიგებში იმყოფება, სადაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში (ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან) მიიღებს მონაწილეობას.
„გამომდინარე იქედან, რომ კლუბში სათამაშო წუთები მქონდა და მოწოდების სიმაღლეზე გამოვიყურებოდი, ვიცოდი, მწვრთნელის ნდობას მივიღებდი. დე ლა ფუენტესთან ერთად ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. საუბარია ესპანეთის 19 და 21 წლამდელთა გუნდებში ასპარეზობაზე.“
„მატჩის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის მოსმენა ძალიან ემოციურია. მომწონს ის ატმოსფერო, რომელსაც სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელები ქმნიან ნაკრებში.“
„დამრიგებელი კარგად იცნობს ახალგაზრდა მოთამაშეებს. ვფიქრობ, ის იდეალური მესაჭეა, ვისაც შეუძლია ასეთ კონტიგენტთან მუშოაბა.“
„მინდა, რომ „ფურია როხას“ ლიდერად ჩამოვყალიბდე. ეს შესანიშნავი მოვლენა იქნება.“
- 21 მარტი 2023
- 770
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.