ვეიგას „რეალისკენ“ მიუწევს გული
გაბრი ვეიგა მიმდინარე ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.
„სელტას“ ნახევარმცველი ჩემპიონატის დასრულებამდე 12 ტურით ადრე, 10 გოლსა და 3 გადაცემას მოითვლის. მისი შესაძლებლობებით სამეფო კლუბის პარალელურად, პრემიერ ლიგის ბინადრები არიან დაინტერესებულნი.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების სურვილია სამშობლოში დარჩენა, ვიდრე კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება. შესაბამისად, აქტიურობის შემთხვევაში, მადრიდელებს არ გაუჭირდებათ მისი ტრანსფერის გაჩარხვა. ვეიგას გამოსასყიდი თანხა 40 მლნ. ევროს შეადგენს.
- 21 მარტი 2023
- 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.