„ელ კლასიკო“ - ვის უფრო მეტი მოგება, მატჩი და გოლი დაუგროვდა?
პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ფარგლებში გამართულ მატჩში „ბარსელონამ“ 2-1 დაამარცხა „რეალი.“
აღნიშნული გამარჯვება „ბლაუგრანასთვის“ მე-100 გამოდგა ესპანური ფეხბურთის გრანდების დაპირისპირების ისტორიაში, რაც ერთით ნაკლებია „ბლანკოსის“ შედეგზე, ხოლო 52 შემთხვევაში ყაიმი ფიქსირდება.
მადრიდელებს კატალონიელებისათვის 420 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო საპირისპიროდ კი, 415 მიღებული.
„ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ლიონელ მესი ატარებს. ის 26 გოლს მოითვლის და 8-8 ბურთით უსწრებს ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოსა და კრიშტიანუ რონალდუს.
რაც შეეხება ჩატარებულ მატჩებს, ამ მხრივ რეკორდსმენი სერხიო ბუსკეტსია, რომლისათვლისაც განვლილი მატჩი რიგით 47-ე იყო. ესპანელ ნახევარმცველს ორით ჩამორჩებიან სერხიო რამოსი და ლიონელ მესი.
აღსანიშნავია, რომ 5 მარტს, უკვე სამეფო თასზე, გუნდების გზები კვლავ გადაიკვეთება. შესაბამისად, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, შეუძლია სტატისტიკის გაუმჯობესება.
- 20 მარტი 2023
- 2 321
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.