კარიმ ბენზემას მორიგი უარი!
24 მარტს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საფრანგეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩის დაწყებამდე, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციას იმ ფეხბურთელების გაცილების ცერემონია აქვს დაგეგმილი, რომლებმაც კატარის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერის დაასრუბის შესახებ განაცხადეს. ასეთები არიან: უგო ლორისი, რაფაელ ვარანი, სტივ მანდანდა და ბლეზ მატუიდი.
როგორც იცით, „ლურჯების“ რიგებში ასპარეზობას არც კარიმ ბენზემა აპირებს, თუმცა „ოქროს ბურთის“ მფლობელმა დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადი. მას სურვილი არ გააჩნია, რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს „მამლების“ მთავრ მწვრთნელთან და მის ბოსებთან.
- 20 მარტი 2023
- 1 189
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.