მარსელოს ვაჟის არანორმალური ციფრები
როგორც იცით, ლეგენდარული მარსელოს ვაჟი უკვე 6 წელია სამეფო კლუბის აკადემიაშია ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის რიგებში ასპარეზობს.
არსებული მომენტისათვის ენცო ალვეში (დედის გვარი) „რეალ მადრიდ Infantil A“-ს წევრია, რომელსაც სერხიო ლოპესი წვრთნის.
მიმდინარე უქემეებზე „ბლანკოსის“ 14 წლამდელთა გუნდმა 13-1 გაანადგურა „ალკალა.“ აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მეორე ტაიმში ჩაერთო მატჩში და 6 წუთში მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება. მას ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა და სწორედ ასე აღნიშნა მოედანზე დაბრუნება.
მადრიდულ კარიერაში ენცო უკვე 99 თამაშსა და 101 გოლს მოითვლის. წლეულს, 13 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 28 გოლით (13 შეხვედრაში) უძღვება წინ. ამ უკანასკნელსმა იანვარში 3 გოლი „ატლეტიკოს“ კარშიც გაახვია. სწორედ თანაქალაქელები არიან „რეალის“ (ლიდერი) მთავარი კონკურენტები. მათ შორის სხვაობა 7 ქულას შეადგენს.
რასაკვირველია, კლუბში აქტიურად აკვირდებიან ენცოს პროგრესს, წომელიც წლიდან წლამდე საკმაოდ თვალშისაცემია.
ენცომ განვლილი წლის 3 დეკემბერს გააფორმა „რეალთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. საგულისხმოა, რომ ამ ღონისძიებაც მარსელოც ესწრებოდა, რომელიც მაშინ „ოლიმპიაკოსის“ რიგებში ირიცხებოდა.
ცოტა ხნის წინ, ჭაბუკი „მარაკანაზე“ იმყოფებოდა, სადაც მამის წარდგენა მოხდა „ფლუმინენსეს“ შემადგენლობაში.
- 19 მარტი 2023
- 1 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.