ისტორია - რამდენად რეალურია 9 ქულიანი სხვაობის დაძლევა?
დღეს, „სფოთიფაი ნოუ კამპი“ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მორიგ დაპირისპირებას უმასპინძლებს.
კარლო ანჩელოტის გუნდს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება, რადგან მადრიდელები სატურნირო ცხრილში 9 ქულით ჩამორჩებიან მეტოქეს და წარუმატებლობის შემთხვევაში, პირველი ადგილისათვის ბრძოლის დასრულებას, ფაქტობრივად, ხელს მოაწერენ.
რა თქმა უნდა, მსგავსი სხვაობის დაძლევა ურთულესი ამოცანაა იტალიელის შემადგენლობისათვის. ისტორიის განმავლობაში, ლა ლიგის მასშტაბით, მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა 9 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრისა და ჩემპიონობის ფაქტი. 1998/99 წლების სეზონში, ლუის ვან გაალის დარიგებულმა „ბლაუგრანამ“ „მალიორკას“ არ შეარგო სოლიდური უპირატესობა.
რაც შეეხება უშუალოდ „რეალს,“ არსებულ მომენტამდე, კლუბის ყველაზე დიდ მიღწევას 7 ქულის დაქაჩვა წარმოადგენს. 2002/03 წლების სეზონში, დედაქალაქელებმა „რეალ სოსიედადს“ აჯობეს.
- 19 მარტი 2023
- 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.