ტონი კროოსმა თანაგუნდელი გააკრიტიკა
სამეფო კლუბის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა თანაგუნდელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩემი აზრით, აზარს შესაბრალებელი არაფერი სჭირს. მას ნამდვილად არ აქვს ცუდი ცხოვრება და არც მსგავს პერიოდს არ გადის. სინანულს ისეთი ადამიანები იმსახურებენ, რომლებსაც საშინელი დრო უდგათ ცხოვრებაში და ბელგიელი ნამდვილად არ არის მათ რიგებში.“
„რა თქმა უნდა, მის ირგვლივ რთული ვითარებაა შექმნილი, მაგრამ ნაწილობრივ, ნებისმიერი ადამიანი არის პასუხისმგებელი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება. ედენს კარგად ვიცნობ, ჩვენ ხშირად ვართ ერთად.“
- 19 მარტი 2023
- 1 733
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.