ვინისიუსი პირველი გოლისთვის ემზადება!
მიმდინარე სეზონში მსოფლიოს მასშტაბით არ მოიძებნება შემტევი, რომელსაც უფრო მეტი დრო ექნება გატარებული მოედანზე, ვიდრე ვინისიუსს.
ფაქტობრივად, ბრაზილიელი ფეხბურთელი არ ისვენებს. „რეალის“ მაისურით ფეხბურთელი 3,510 წუთს მოითვლის საქმეში და 40-დან 39 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობიდან გაისარჯა. ეს იმის ფონზე, რომ „ოციანმა“ ახალ წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
ვინისიუსი სრულ მზადყოფნაში ხვდება „ნოუ კამპზე“ გასამართ „ელ კლასიკოს.“ ის კვლავ მტრული გრემოცვის ეპიცენტრში იქნება, თუმცა სამხრეთ ამერიკელი უშიშარია. ვინის მორიგ ჯერზე მოუწევს არაუხოსთან დუელის გამართვა.
აქამდე, „რეალის“ ვარსკვლავმა სამჯერ იასპარეზა „ბარსელონას“ საშინაო არენაზე და სამივეჯერ მარცხის გარეშე (2 მოგება და 1 ფრე), თუმცა ამ ეტაპისათვის არც გოლს მოითვლის და არ შედეგიან გადაცემას. მისი დიდი სურვილია, „ეტიჰედის,“ „ენფილდისა“ და „სენტ დენისის“ შემდეგ, ამ ლეგენდარულ სტადიონზეც გახსნას ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, დი სტეფანოს მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა „ნოუ კამპზე“ სადებიუტო გოლის გატანისათვის, ბენზემამ და რონალდუმ მხოლოდ მე-4 ვიზიტის დროს მოახერხეს თავის გამოჩენა, რაულმა იგივე მე-5 შეხვედრაში გააკეთა, ხოლო ბრაზილიელმა რონალდომ, ბუმბერაზი ალფრედოს მსგავსად, პირველივე პაექრობაში შეაგდო და ტაბლოზე 1-2 დააფიქსირა (2003 წლის 6 დეკემბერს), რითაც ლა ლიგის მასშტაბით, „რეალის“ 20 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა კატალონიაში.
საერთო ჯამში ვინისიუსს ჯუნიორი 2 შედეგიან დარტყმას მოითვლის „ბლაუგრანას“ კარში (13 მატჩში).
- 19 მარტი 2023
- 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.