ბენზემა 100%-იან დატვირთვებს ვეღარ უძლებს
კარიმ ბენზემამ შესაძლოა სწორედ ის სცენარი გაიმეოროს, რასაც კრიშტიანო რონალდუ მადრიდული კარიერის ბოლო სეზონში აკეთებდა...
ფაქტია, რომ ფრანგი ფეხბურთელი 100%-იან დატვირთვებს ვეღარ უძლებს და მიმდინარე სეზონში სხვადასხვა სახის დაზიანება 7-ჯერ მიიღო, რამაც საკმაოდ ბევრი მატჩი გამოატოვებინა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, კარიმი მნიშვნელოვან დაპირისპირებებში სრულფასოვნად დაიტვირთება, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში, სადაც მისი საჭიროება შედარებით ნაკლებად იდგება ზოგჯერ სათადარიგო სკამზე იჯდება, ზოგჯერ კი მოედანე 60-65 წუთის შემდეგ დატოვებს.
სამედიცინო შტაბი და ფიზ.მომზადების ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ბენზემა ძალების დაზოგვას შეძლებს.
შარშანდელ სეზონში ფრანგი თითქმის ყველა მატჩში 90 წუთი იყო მოედანზე და გუნდის უდავო ლიდერიც გახლდათ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთელს პრობლემებიც ემატება და არავის სურს, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
- 19 მარტი 2023
- 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.