კურტუა:„ანჩელოტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“
ტიბო კურტუამ კარლო ანჩელოტისა და მოახლოვებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა...
„ჩვენ თასზე ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ეს გოლში არ გარდაისახა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მხოლოდ ბურთის ფლობის ფონს გასვლა არ გამოდის.“
„„ელ კლასიკოს“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც მეტ მღელვარებას იწვევს, მაგრამ „რეალი“ კატალონიაში მკაფიო იდეით მიდის. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა იქნება.“
„ანჩელოტი? ის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტია, რაც არაერთხელ დაამტკიცა. თუ „რეალი“ ამ სეზონში ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებს, ის მაინც უნდა დარჩეს, ვინაიდან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. თუ იტალიელს გაუშვებენ, მე მასზე წარმოდგენას ვერ შევიცვლი.“
„არ ვთვლი, რომ ტერ შეტეგენმა დიდი პროგრესი განიცადა, ვინაიდან ის ყოველთვის შესანიშნავი მეკარე იყო. ზოგჯერ არის დაღმასვლა, ამ დროს შეიძლება არ გაგიმართლოს და უაზრო გოლი გაუშვა, მაგრამ არაფერი იცვლება. ახლა მის ირგვლივ კარგად ვითარდება მოვლენები. როდესაც მეკარე გრძნობს თავდაჯერებულობას, უფრო მეტად ძლიერდება.“
„მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზეა. რამდენიმე შემთხვევაში სწორედ გერმანელმა კიპერმა იხსნა გუნდი. მათ ბევრი მატჩი მოიგეს ანგარიშით 1-0. რომ არა ანდრესი, ეს თამაშები შესაძლებელია ფრედ დასრულებულიყო. ვფიქრობ, სატურნირო ცხრილში 9 ქულიანი სხვაობაც მისი დამსახურებაა. ვუსურვებ მას საუკეთესოს, თუმცა არ მინდა, რომ „რეალის“ წინააღმდეგ ბევრი სეივი ჰქონდეს.“
„ტერ შტეგენი ჩემზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ჰაერში უპირატესობას მე ვფლობ, რადგან მაღალი ვარ. როგორც არ უნდა იყოს, ორივე დიდებულად გამოვიყურებით ბურთის შეჩერების თვალსაზრისით.“
„„ბარსელონას“ 9 ქულიანი უპირატესობა აქვს. თუ გავიმარჯვებთ, შანსს შევინარჩუნებთ, ხოლო თუ დავმარცხდებით, ამ ტურნირზე ჩვენს ბრძოლას აზრი დაეკარგება.“
- 19 მარტი 2023
- 361
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.