მოდრიჩი:„დიახ, „ელ კლასიკოს“ წინ ამას მართლაც ვაკეთებ ხოლმე“
ლუკა მოდრიჩმა მოახლოვებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა...
„აღნიშნულ დაპირისპირებას „ბარსელონა“ გაცილებით უფრო კომფორტულ სიტუაციაში ხვდება, ვიდრე „რეალი“, მაგრამ ეს გარემოება ჩვენთვის უნდა გამოვიყენოთ. სხვა შანსი არ არსებობს, მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.“
„დიახ, ვარჯიშებზეც კი არ მიყვარს წაგება, მითუმეთეს ოფიციალურ დაპირისპირებებში, რომელიც მნიშვნელოვანია.“
„რიტუალები? „ბარსელონასთან“ პაექრობის წინ, რამდენიმე წუთით ვმარტოვდები, ეს ჩვეულება მართლაც მაქვს, თუმცა არ ვთვლი, რომ ამაში რამე განსაკუთრებულია. უბრალოდ ვცდილობ, მოვბილიზდე.“
„კროოსი საოცარი პარტნიორია, მასთან ერთად თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ახლაც ასეა. გერმანელი ნამდვილი პროფესიონალია.“
- 18 მარტი 2023
- 1 479
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.