სრული შოკი - მუჰამედ სალაჰი „რეალში“?
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მუჰამედ სალაჰმა საკუთარ კლუბს აცნობა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პრემიერლიგის დატოვება სურს...
მეტიც, ეგვიპტელ მოთამაშეს ლა ლიგაზე უჭირავს თვალი და მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში ძალების „რეალში“ მოსინჯვა შესანიშნავი იქნებოდა.
სალაჰს მერსისაიდელებთან კონტრაქტი კიდევ რამდენიმე წელი აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის დატოვება სურს.
იმ ფონზე, რომ „რეალს“ სწორედ სალაჰის პოზიციაზე უჭირს, მოლაპარაკებებისთვის სერიოზული სახის მიცემა სავსებით შესაძლებელია.
30 წლის ფეხბურთელის ფასი ამ ეტაპზე 60-იდან 70 მილიონ ევრომდე მერყეობს.
- 18 მარტი 2023
- 2 183
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.