დასკვნითი ვარჯიში „ბარსელონასთან“ მატჩამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ბარსელონასთან“ მატჩამდე დასკვნითი ვარჯიში გამართეს.
განვლილი სესია გახურებით დაიწყო, რის შემდეგაც მოთამაშეებმა სხვადასხვა ტაქტიკური დავალებები და სტრატეგიული სამუშაოები შეასრულეს. მიწურულს კი, მინი მოედანზე რამდენიმე მატჩი ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ძირითად ჯგუფთან ერთად იმუშავა კარიმ ბენზემამ, რომელიც სრულ მზადყოფნაშია, ხოლო დავიდ ალაბა კვლავ ინდივიდუალური პროგრამით გაისარჯა.
„ბარსელონასა“ და „რეალის“ პაექრობა 19 მარტს, 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 18 მარტი 2023
- 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.