ანჩელოტი: „ისინი ჯერ კიდევ საუკეთესონი არიან“
კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებოდი ამ კლუბში, მაგრამ ეს შეუძლებელია, გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს. ვფიქრობ, სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია კონტრაქტის ბოლომდე შესრულება და იმედია ასეც მოხდება. „რეალში“ 3 თვით ვიმუშავებ, თუ 3 წლით, სიამოვნება ერთნაირი იქნება.“
„ჩემს მომავალთან დაკავშირებით საუბარს აღარ ვაპირებ. ეს თემა დახურულია. ვიმედოვნებ, სეზონს ნაყოფიერად დავასრულებთ.“
„გადამწყვეტი „კლასიკო?“ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. თუ ასე არ მოხდა, მოგვიანებით გაგიზიარებთ აზრს.“
„ჩემი აზრით, თქვენ ეჭვი გეპარებათ კროოსისა და მოდრიჩის შესაძლებლობებში. ვთვლი, რომ ისინი ჯერ კიდევ საუკეთესონი არიან.“
„რომელ ტიტულს მოვიგებთ? ლა ლიგასა და „ლა კოპაზე“ გარკვეული ჩამორჩენა გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგაზე. თუ „ბარსელონას“ დავამარცხებთ, სხვაობა შემცირდება. ამის თქმა შემიძლია.“
„წინასწარ ვერ გეტყვით, რას უნდა მოველოდოთ „ბარსელონასგან.“ ალბათ, ყველაფერი დამოკიდებულია განვითარებულ მოვლენებზე. სათასო შეხვედრაში მათ კარგად დაიცვეს თავი და ამგვარ ტაქტიკას მიმართეს, ვინაიდან გოლი ჰქონდათ გატანილი.“
„დიახ, ხვალ შეტევით ფეხბურთზე გავაკეთებთ აქცენტს.“
„„ბლაუგრანას“ საკმაოდ სოლიდური უკანა ხაზი ჰყავს. მათ ცოტა გოლი გაუშვეს ამ ეტაპისთვის. ჩვენს გვაქვს გარკვეული გეგმა მათ შესაჩერებლად. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და შესაბმისად, ნაკლები საიდუმლოა.“
„მეოხედფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავატარებთ, რაც უპირატესობა მგონია.“
„ვინისიუსმა გარკვეულ სირთულეები გამოიარა განვლილ შეხვედრებში, თუმცა ის ყოველთვის რჩება ვინისიუსად. მის მობილურობას ნიშანდობლივი სარგლების მოტანა შეუძლია გუნდისთვის ხვალინდელ პაექრობაში. არაუხოსთან დაპირისპირება? არ არის გამორიცხული, მარჯვენა ფრთაზე იასპარეზოს. ეს, ცხადია, ხუმრობით (იცინის).“
„კარიმი თავს ჯანმრთელად გრძნობს და საწყისი წუთებიდანვე ძალუძს ასპარეზობა.“
„ჩვენ „ბარსელონას“ სახით ვხედავთ ლომს და არა კატას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება სწორი მიდგომა. ყოველთვის თან დამყვება შიში, მაგრამ ამას შეიძლება მღელვარება დავარქვათ. მატჩამდე 2 საათით ადრე ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყება.“
„არსებული მომენტისათვის კამავინგა შესანიშნავად გამოიყურება. ზუსტად ისე, როგორც ჩუამენი სეზონის პირველ ნაწილში. ამ ორმა ბიჭმა კარგად შეცვალა კაზემირო. მათი პოტენციალის გამომდინარე გუნდის მომავალი ნათელია.“
„ჩემთვის მილიტაო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ბრაზილიელი სწრაფია, ძალისმიერი, ბრწყინვალედ ასპარეზობს ერთი-ერთზე, კარგად ეპყრობა ბურთს და მეორე სართულზე ეფექტურობით გამოირჩევა. მინუსი? ზოგჯერ შეიძლება ათასი პროცენტით არ იყოს კონცენტრირებული.
- 18 მარტი 2023
- 1 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.