„რეალი“ კამავინგას ხელფასს გაუზრდის
ფლორენტინო პერესი ედუარდო კამავინგაზე შეყვარებულია. კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფრანგ ნახევარმცველს ძალიან დიდი მომავალი აქვს და „ბლანკოსის“ სადარაჯოზე წლების მანძილზე უნდა დარჩეს...
ამ ეტაპზე ედუ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის, მის კონტრაქტს კი ვადა 2027 წელს ეწურება.
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსი“ კამავინგასთან თანამშრომლობის გაგრძლებას 2029 წლის ზაფხულამდე გეგმავს, ახალი ხელშეკრულებით კი გაიზრდება ფეხბურთელის ხელფასიც.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონტრაქტით, კამავინგას გამოსასყიდი თანხა 700 მილიონ ევროს შეადგენს, ახალი შეთანხმების შემთხვევაში კი ეს თანხა 1 მილიარდამდე გაიზრდება.
- 18 მარტი 2023
- 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.