გერმანია რუდიგერს არ გამოიძახებს
მიმდინარე უქმეების შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ეროვნული ნაკრებებისკენ იქნება მიმართული.
აღნიშნული პაუზის დროს, გერმანიის ეროვნული გუნდი 2 ამხანაგურ პაექრობას გამართავს, პერუსა და ბელგიის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო რუდიგერი ბუნდეს ნაკრებს არ დაეხმარება. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ერთობლივად მიიღეს, სატელეფონო საუბრის შემდეგ. ჰანსი ფლიკი შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცემს, ხოლო ცენტრალური მცველი კი, ამ პერიოდს დასვენებისათვის გამოიყენებს, რათა საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩების წინ სათანადო კონდიციებში შეხვდეს.
ბოლო დროს რუდიგერი „რეალის“ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. ის საკმაოდ საიმედო ტანდემს ქმნის ედერ მილიტაოსთან ერთად.
- 17 მარტი 2023
- 809
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.