ბუტრაგენიომ კენჭისყრა შეაფასა
ემილიო ბუტრაგენიომ, რომელც ქალაქ ნიონში გამართულ ჩ/ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭყისყრას ესწრებოდა, მისი დასრულები შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„„ჩელსი“ დიდებული მეტოქეა. ვფიქრობ, 2 შესანიშნავი დაპირისპირება გველოდება წინ და სრულად ვაანალიზებთ მათ სირთულეს. „ლივერპულის“ დამარცხება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური საგზურის მოპოვება ნამდვილად არის სიხარულის საბაბი. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მომზადებულნი შევხდებით მომავალ პაექრობებს და ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა 4 საუკეთესო კლუბს შორის ყოფნას.“
„„ბერნაბეუს“ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები ფანტასტიკურ ატმოსფერო შეგვიქმნიან, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება.“
„ჩვენი მეტოქე კვალიფიციური გუნდია. განვლილ სეზონში მეტად გაგვიჭირდა მათ წინააღმდეგ ასპარეზობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩელსიმ“ 2020/21 წლების სეზონში გამოგვთიშა ტურნირიდან. ვგონებ, თანაბარი მატჩები იქნება. იმედია იღბალი ჩვენს მხარეს დაიჭერს და ამასთანავე, ყველა მოთამაშე მწყობრში გვეყოლება. შესაბამისი კონდიციების პირობებში, ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა.“
„ახლა „ჩელსიზე“ ვართ ფოკუსირებული და არა ნახევარფინალზე. კარგად მოგვეხსენება მათი შესაძლებლობების შესახებ. შემადგენლობა დაკომპლექტებული ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელებით.“
- 17 მარტი 2023
- 1 313
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.