პირველი ვარჯიში „ბარსელონასთან“ მატჩამდე
1 დღიანი დასვენების შემდეგ, რომელიც ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ მიიღეს, „რეალმა“ „ბარსელონასთან“ კვირას გასამართ ჯახზე დაიწყო ფიქრი.
განვლილ სესიაზე ფეხბურთელებმა აქცენტი გაამახვილეს ბურთის ფლობასა და სხვადასხვა ტაქტიკურ სავარჯიშოზე, ხოლო მიწურულს კი, მინი მოედანზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობასთან ერთად არ უვარჯიშიათ კარიმ ბენზემასა და დავიდ ალაბას. ფრანგი თავდამსხმელის არყოფნა გარკვეულ საგანგაშო სიგნალს იწვევს. მან გარკვეული დაზიანება განვლილი პაექრობის დროს მიიღო, თუმცა როგორც ანჩელოტიმ ნამატჩევს აღნიშნა, სერიოზული არაფერი აღენიშნებოდა შეგირდს. დამატებითი დეტალები ხვალინდელი ვარჯიშიდან გახდება ცნობილი.
19 მარტს, ლა ლიგის 26-ე ტურს ფარგლებში „რეალი“ „ნოუ კამპს“ ესტუმრება. დაპირისპირება 23:55 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
- 17 მარტი 2023
- 1 028
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.