ესპანელების რჩეული პიროვნებები
ესპანური გამოცემა Elmundo.es უკვე ოცი წელია, ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, თუ ვინ არის მათთვის წლის უსაყვარლესი პიროვნება.
უკვე რვა წელია რაც ესპანეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები პირველობას არავის უთმობენ ამ გამოკითხვაში, თუმცა წელს რვაწლიანი ტრადიცია დაირღვა.
შეფასება რვაბალიანი სისტემით მოხდა და უმაღლესი ქულა, ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა მიიღო. მეორე ადგილზე კი მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იკერ კასილასი გავიდა (7,35), კასილასი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირად დაასახელეს. მესამე ადგილი კი კალათბურთელმა პოლ გაზოლმა დაიკავა 7,25 ქულით. ანდრეს ინიესტა, რომელმაც მუნდიალის ფინალში შესანიშნავად ითამაშა მე-4 ადგილს დასჯერდა (6,66 ქულა). მას თანაგუნდელი დევიდ ვილა მოჰყვება (6,64).
1. რაფაელ ნადალი - 8
2. იკერ კასილასი - 7,35
3. პოლ გაზოლი - 7,25
4. ანდრეს ინიესტა - 6,66
5. დავიდ ვილია - 6,64
6. დედოფალი სოფია - 6,42
7. ვისენტე დელ ბოსკე - 6,26
8. ხუან კარლოს I - 6,14
9. მატიას პრატსი - 5,84
10. პრინცი ფელიპე - 5,22
- 18 აგვისტო 2010
- 2 274
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.