ვინ არის ნაჩოს მემკვიდრე?
რაულ გონსალესის დარიგებულ „კასტილიაში“ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი ასპარეზობს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ნაჩო ფერნანდესმა შესანიშნავად იასპარეზა „ლივერპულის“ და კონკრეტულად მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ. პაექრობის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ განვლილ პაექრობაში მას ძალიან ძლიერი მარცხენა მცველი ჰყავდა თერთმეტეულში ესპანელის სახით.
წინა უქმეებზე, უფროსს მადრიდისტაზე არანაკლებ წარმატებით იასპარეზა რაფა მარინმა. „დეპორტივოს“ წინააღმდეგ 20 წლის ფეხბურთელმა სრულად გაანეიტრალა საკმაოდ მაღალი დონის ფორვარდი ლუკას პერესი, რომელიც იანვრიდან ლა-კორუნიელთა რიგებში გამოდის და 6 გოლის გატანაც მოასწრო. „რეალის“ ერთ-ერთმა კაპიტანმა 90 წუთის განმავლობაში ყველა საჰაერო დუელი მოიგო.
ტანმაღალი ცენტრალური მცველი (191 სმ) მიმდინარე სეზონში არა ერთ ნაყოფიერ დაპირისპირებას მოითვლის. ის 27-დან 25 შემთვევაში სასტარტო შემადგენლობაში გაისარჯა და „ელ კაპიტანოს“ ნდობას სრულად ამართლებს.
რაფა მარინს ესპანურ პრესაში ნაჩოს მემკვიდრედაც მოიხსენიებენ. მას მომდევნო წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და უახლოეს მომავალში კლუბმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოთამაშის სურვილია კარიერის განვითარება „რეალის“ პირველ შემადგენლობაში, შესაბამისად, გარკვეული გარანტიები სჭირდება.
აღნიშნული პარალელურად, ანდალუსიელი ფეხბურთელის შესაძლებლობებით პრიმერა დივიზიონისა და ბუნდეს ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.
- 17 მარტი 2023
- 806
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.