რაული შალკეს ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდებს
ესპანელი თავდამსხმელი, რაულ გონსალეს ბლანკო შალკეს გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდებს, რადგან იგი გუნდს ნელ-ნელა ეჩვევა და სასურველ ფორმაში არ არის.
"მინდა გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ გუნდს კარგად ვერ შევეჩვიე და სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებ გოლების გატანას. მე პრაქტიკა მჭირდება და ყველაფერი რიგზე იქნება. პირობას გაძლევთ, რომ სექტემბერიდან სისტემატიურად დავიწყებ მეტოქის კარის დალაშქვრას."
ესპანელი ფეხბურთელის გერმანულ კლუბში დებიუტი ორი კვირის წინ შედგა, მიუნხენი "ბაიერნის" წინააღმდეგ, მატჩი გერმანიის სუპერ თასის მფლობელის გასარკვევად გაიმართა. ამ შეხვედრაში რაულის დუბლის წყალობით შალკემ თასი მოიგო.
თავად მწვრთნელი კი აცხადებს, რომ რაული ვარჯიშებზე ძალიან ტექნიკურად და პოზიციურად ზუსტად თამაშობს. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა კი თასების მოგებას აადვილებს.
აღსანიშნავია ერთი სასიამოვნო ფაქტიც. ბუნდეს ლიგის პირველივე ტურში რაული ყოფილ თანაგუნდელს რუდ ვან ნისტელროის დაუპირისპირდება. ისინი წლების მანძილზე ერთად თამაშობდნენ და უამრავი გოლი აქვთ გატანილი.
- 18 აგვისტო 2010
- 1 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.