„რეალი“ 2025 წლის მუნდიალზე მიიღებს მონაწილეობას

რუანდაში გამართულ „ფიფას“ კრებაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით.

როგორც უკვე იცით, 2025 წლიდან, აღნიშნული ტურნირი ფორმატს შეიცვლის. ის ზაფხულში გაიმართება და მასში მონაწილეობას 7-ის ნაცვლად 32 გუნდი მიიღებს. აქედან 12 წარმომადგენელი ეყოლება „უეფას,“ 6 სამხრეთ ამერიკას, 4 აზიას, 4 აფრიკას, 4 ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკას, 1 ოკეანეთს და ერთი კვოტაც მასპინძელ ქვეყანას ერგება.

ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ინფორმაციით, მომავალ ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 წლის გამარჯვებული, შესაბამისად, 2021-დან 2025 წლამდე, ხოლო დანარჩენი კლუბების შერჩევა „უეფას“ კოეიფიციენტების მიხედვით მოხდება.

აქედან გამომდინარე, მადრიდულ გრანდს უკვე გარანტირებული აქვს ადგილი ე.წ. სუპერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ვინაიდან განვლილ სეზონში სწორედ ისინი გახდნენ ბებერი კონტინენტის ტრიუმფატორები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)