„ელ კლასიკოს“ მთავარი არბიტრი ცნობილია!
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ფარგლებში გასამართ „ელ კლასიკოზე“ მსაჯი დანიშნა.
„ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირებას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა მოემსახურება, ხოლო VAR-ზე პასუხისმგებელი სოტო გრადო იქნება.
36 წლის რეფერის საკმაოდ სკანდალური კარიერა აქვს. სწორედ მან გააძევა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ 2017 წელს, ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში.
საერთო ჯამში ბენგოეჩეას 16-ჯერ უმუშავია „ბლანკოსის“ მონაწილეობით გამართულ მატჩში. აქედან, მადრიდელებმა 12 მოიგეს, 3-ჯერ ფრე გააგორეს, ხოლო ერთხელ წააგეს.
- 16 მარტი 2023
- 1 040
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.