მოდრიჩი:„1/4 ფინალში ამ გუნდთან შეხვედრა არ მსურს“
ლუკა მოდრიჩმა „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ შევძელით და კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნეთ. ვიცოდით, რომ „ლივერპული“ პირველივე წუთებიდან შეეცდებოდა გოლის გატანას, თუმცა ინიციატივა ავიღეთ და ვუტევდით.“
„ვინისიუსის შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა საქმეს აკეთებს ბრაზილიელი შემტევი გუნდისთვის.“
„1/4 ფინალში გასვლამ ყველა ძალიან გაგვახარა, მაქსიმუმს გავიღებთ ტიტულის დაცვისთვის.“
„არასასურველი მეტოქე? ვფიქრობ, „ბაიერნთან“ დაპირისპირება სასიამოვნო არ უნდა იყოს, მიუნხენური გუნდი საოცარ ფორმაშია, თუმცა თუ ლიგის მოგება გსურს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შეგეძლოს.“
- 16 მარტი 2023
- 2 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.