ვალვერდე:„ასეთ „რეალს“ ყველაფერი შეუძლია“
ფედე ვალვერდემ „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ეს იყო დაპირისპირება, სადაც „რეალის“ ყველა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ითამაშა. ჩვენ ვუტევდით, ვქმნიდით გააზრებულ მომენტებს და მაქსიმალურად ვცდილობდით სივრცეების ათვისებას.“
„საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა მქონდა.“
„ვინისიუსის როლი ძალიან დიდია, ის ბენზემას შესანიშნავად უგებს.“
„1/4 ფინალში გასვლა დიდი გამოწვევა. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ნახევარფინალში უნდა გავიდეთ, ამისთვის კი დიდი ძალისხმევა გვმართებს.“
„„ლივერპულმა“ იბრძოლა, მაგრამ როგორც ჩანს, „ენფილდზე“ დაფიქსირებული შედეგი მაინც გადამწყვეტი იყო.“
- 16 მარტი 2023
- 558
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.