კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 2 ფავორიტი კლუბი დაასახელა

იურგენ კლოპმა მორიგი მატჩი წააგო მადრიდის „რეალთან.“ გერმანელმა სპეციალისტმა ჩატარებული შეხვედრა შეაჯამა.

„თუ გინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა, პირველი შეხვედრის 2-5 წაგება საუკეთესო გამოსავალი არ არის. მხოლოდ შესანიშნავი ასპარეზობის წყალობით შეიძლებოდა საგზურის მოპოვება, თუმცა ვერ მოვახერხეთ.“

„მეტოქეს საუკეთესო მომენტები ჰქონდა, ალისონმა ორჯერ შეასრულა ურთულესი სეივი. საჭიროა აღიარება, ის გუნდი გავიდა მეოთხედფინალში, რომელიც იმსახურებდა. ასე არის მოწყობილი ფლეი-ოფი. საქმე იმაში კი არ არის, თუ რა გვინდა, არამედ რას ვიღებთ.“

„მსგავის ტიპის შეხვედრებში საჭიროა მომენტები. პირველ ნახევარში გოლის გატანით კარგ იმპულსს მივიღებდით, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. „რეალი“ 4 ტაიმიდან 3-ში საუკეთესოდ გამოიყურებოდა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არ არსებობს.“

„საკუთარ მოედანზე ფრე რომ გვეთაშა, ხოლო „ბერნაბეუზე“ ასეთი ფეხბურთი შეგვეთავაზებინა მადრიდელებისათვის, დიდი ალბათობით, მაინც გამოვეთიშებოდით ტურნირს. არ შეიძლება ამ სტადიონზე ჩამოსვლა მხოლოდ იმედის ამარად. ვაპირებდით განსაკუთრებული მატჩის ჩატარებას, თუმცა არ გამოგვივიდა.“


„დიახ, „რეალი“ ფავორიტია. ამასთანავე, სხვა გუნდებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ ვინმეს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, მათი და „სიტის“ დამარცხება მართებთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)