„რეალი“ ჩ/ლიგის მეოთხედფინალშია! - ვინ იქნება შემდეგი მეტოქე?
მადრიდის „რეალმა“ „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადია წარმატებით დაძლია.
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში 6-2 სძლიეს „ლივერპულს“ და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს საგზური.
ესპანური გრანდის გარდა, მეოთხედფინალში შემდეგი გუნდები მოხვდნენ: „ნაპოლი,“ „ბაიერნი,“ „მან.სიტი,“ „მილანი,“ „ჩელსი,“ „ინტერი“ და „ბენფიკა.“
როგორც ცნობილია, 1/4 ფინალური სტადიის კენჭისყრა 17 მარტს, 15:00 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს. აღნიშნულ ეტაპზე უკვე არანაირი წინაღობა არ არსებობს და შესაბამისად, ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი კლუბი შეიძლება გახდეს „ბლანკოსის“ მომავალი მოწინააღმდეგე.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11 და 12 აპრილსაა ჩანიშნული, ხოლო განმეორებითი 18 და 19 აპრილს.
ის გუნდი, რომლის ბურთულაც პირველი ამოვა კალათიდან, საწყის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე გამართავს.
- 16 მარტი 2023
- 2 435
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.