(U19): „რეალის“ პირველი და საშინელი მარცხი

„კოპა დელ რეი“ მოგების შემდეგ, „რეალ მადრიდ ხუვენილ ა“-მ საშინლად იასპარეზა „უეფას“ ახალაგზრდულ ლიგაზე.

ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართა, ალვარო არბელოას შეგირდებმა 4 უპასუხო გოლი გაუშვეს „ალკმაარისგან“ და შესაბამისად, ნახევარფინალური ეტაპის საგზური მასპინძლებს დარჩათ. პირველი გოლი პინიეროს მიუტევებელ შეცდომას მოჰყვა (25-ე წუთზე). ამ უკანასკნელმა კუთხურის ნიშნულიდან მოწოდებული ბურთი ჯერ ხელში დაიჭირა, ხოლო შემდეგ გაუვარდა, რითიც ისარგებლა ბეუკერსმა. აღნიშნულიდან 4 წუთის თავზე, სტუმრებს კონტრ-შეტევა გამოეპარათ და პოკუმ უპირატესობა ორამდე გაზარდა. „ალკმაარმა“ საკუთარი სტატუსი მეორე ტაიმის მიწურულს კიდევ უფრო გაიმყარა, 78-ე წუთზე მადრიდელთა კარი მეერდინკმა აიღო, 85-ე წუთზე კი, წერტილი იმავე ბეუკერსმა დასვა.

„თეთრებს“ ვერაფრით დაეხმარნენ ვინისიუს ტობიასი და ნიკო პასი. ისინი ვეტერანმა ფეხბურთელმა განვლილი შეხვედრისათვის „კასტილიადან“ ინათხოვრა.

საგულისხმოა, რომ განცდილი მარცხი კლუბის 19 წლამდელებისათვის პირველია მიმდინარე სეზონში.

„რეალი“ შემადგენლობა „ალკმარიის“ წინააღმდეგ: დიეგო პინიეირო, გონსალო, მანუელ ანხელი, ნიკო პასი (ალვარო ხინესი, 82'), ხაკობო, პოლი (მესენერო, 72'), მანუ სერანო, პალასიოსი, იუსეფი, ტობიასი და ჩემა (იერაი, 60').

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)