„რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის ურთიერთობა იძაბება
ესპანური ფეხბურთის გრანდებს შორის ურთიერთობა იძაბება...
ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, 19 მარტს გასამართი „ელ კლასიკოსმდე“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ პრეზიდენტებს შორის ტრადიციული ვახშამი არ შედგება. კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა სიმბოლურ ღონისძიებაზე და მიზეზად „ბლანკოსის“ პოზიცია სახელდება.
განვლილ უქმეებზე, დედაქალაქელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ სასამართლო პროცესებში, რომელიც „ბლაუგრანას“ შესაძლო კორუფციულ საქმიანოს შეეხება.
კერძოდ, დაახლოებით 1 თვის წინ, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ფულს უხდიდა ქვეყნის სამსაჯო ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ენრიკეს ნეგრეირას. აღნიშნული ფაქტი სათავეს იღებს 2001 წლიდან, თუმცა ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, სასამართლოს ბოლო დეკადაში განვითარებული მოვლენები აინტერესებს და განსაკუთრებით, 2014-2018 წლები, რა პერიოდიშიც, ნეგრეირამ 3 მლნ. ევრო ჩაითვალა.
პროკურატურამ საქმე 3 მუხლით აღძრა - კორუფცია სპორტულ ბიზნესში, არაკეთილსინდისიერი მართვა და დოკუმენტების ფალსიფიკაცია. შესაბამისად, ბრალი წაუყენეს თავად ნიგეირას, სანდრო როსელს (კლუბის პრეზიდენტი 2010/14 წლებში), ჟოზეპ ბართომეუს (კლუბის პრეზიდენტი 2014/20 წლებში) და ბართომეუს გუნდის 2 მენეჯერს.
არსებული მომენტისათვის უცნობია, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა შესაბამისი სამსახური, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევა, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კლუბს, სერიოზული სანქციები გარანტირებული აქვთ.
- 15 მარტი 2023
- 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.