ფარაონის ღამის კოშმარი
„ანგარიში გვაქვს გასასწორებელი“ - აცხადებდა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალის წინ მო სალაჰი.
ეგვიპტელ ფეხბურთელს რთულად ახსენდება 2018 წელს გამართული ფინალური დაპირისპირება „რეალთან,“ როდესაც 30-ე წუთზე სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის შემდეგ მხრის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მაშინ, ინგლისელებმა 3-1 დათმეს ესპანელებთან და აღნიშნულის შემდეგ, გულშემატკივრებს არა ერთხელ მოუსმენიათ აფრიკელი ფეხბურთელისაგან რევანშისტული კომენტარები, თუმცა ამაოდ.
შეიძლება ითქვას, რომ სალაჰისათვის მადრიდული გრანდი ღამის კოშმარად ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში მას 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული „თეთრების“ წინააღმდეგ და სტატისტიკა უბრალოდ საშინელია - 1 ფრე და 6 წაგება, აქედან, მოჰამედმა ორჯერ დათმო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის გადამწყვეტი ორთაბრძოლა. ის ესპანელების კარში მხოლოდ 2 გოლსა და 1 ასისტს მოითვლის.
„ფარაონი“ ორჯერ „რომას“ ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდება „რეალს“ - 2015/16 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, „ბლანკოსმა“ ორივე შემთხვევაში იდენტური ანგარიშით სძლია იტალიელებს (0-2, 2-0).
რაც შეეხება უკვე „ლივერპულის“ რიგებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემტევი მოთამაშე მხოლოდ ერთხელ დასჯერდა ფრეს (0-0), დანარჩენ მატჩებში კი მარცხი იწვნია (3-1, 3-1, 0-1, 2-5).
მიმდინარე სეზონში მოს ანგარიშზეა 22 გოლი და 11 გადაცემაა. ის ტურნირის (ჩ/ლიგის) მეორე საუკეთესო ბომბარდირია 8 შედეგიანი დარტყმით.
- 15 მარტი 2023
- 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.