ფაბინიო: „„რეალი“ სისხლის სუნს გრძნობს“
ფაბიონიომ „რეალთან“ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„საჭიროა ცივსისხლიანობის შენარჩუნება. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ვნახოთ, თუ მოვახერხებთ მატჩის დამატებით დროში გადაყვანას, ან სულაც, 90 წუთის განმავლობაში მეტოქის სასურველი ანგარიშით დამარცხებას. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დიდ სურთულეს წარმოადგენს. ჭკვიანურად უნდა ვიასპარეზოთ.“
„ვინისიუსს დიდებული დრო უდგას კარიერაში. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი მთავარია ფეხბურთელია მადრიდელთა შემადგენლობაში. განვლილი დაპირისპირების პირველი გოლის დროს მან დაამტკიცა, რატომ იმყოფება ამ დონეზე. მისი შეჩერება ადვილი ამოცანა არ არის.“
„„რეალი“ სისხლის სუნს გრძნობს. თუ მათ შანს მისცემ, აუცილებლად გაგიტანენ გოლს, რაც პირველი მატჩიდანაც ნათლად გამოჩნდა. ვგონებ, ბევრი უნდა ვისწავლოთ „ენფილდზე“ გამართული შეხვედრისგან და ვეცადოთ, ნაკლებად გახსნილი ფეხბურთის თამაშს.“
„ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ყველა ელოდება მასპინძლების გამარჯვებასა და მეოთხედფინალში გასვლას. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ლივერპულის“ ღირსებას ვიცავთ. ამ კლუბს და ფეხბურთელებს კარგი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. მაგალითისათვის, 2019 წელს, „ბარსელონასთან“ დაპირისპირება. ვიცით, რომ ეს შეგვიძლია.“
- 15 მარტი 2023
- 883
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.