„ლივერპულთან“ მატჩისთვის მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს..
კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, ბურთის ფლობის კომპონენტს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს. ბენზემამ და ფერლან მენდიმ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს, ალაბა კი ბოლომდე მზად არ არის და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს.
შეგახსენებთ, სამეფო კლუბის პაექრობა მერსისაიდელებთან ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 14 მარტი 2023
- 359
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.