„ბარსასთან“ კონკურენცია ურთულესია
ესპანური გამოცემების ცნობით, რამდენადაც პრაგმატული არ უნდა იყოს „ბარსელონა“ და რამდენად ბევრ 1:0-ს იგებდეს, ეს გუნდი ლა ლიგაში საოცარ სტაბილურობას იჩენს...
აღსანიშნავია, რომ 25 დაპირისპირებაში კატალონიურ გრანდს 75 ქულის მოპოვება შეეძლო, საიდანაც 65 მოიპოვა, ეს მართლაც განმაცვიფრებელი შედეგია. 25 მატჩიდან გუნდმა 21 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
დიახ, „რეალს“ საუკეთესო სეზონი არ აქვს, არც „ბარსელონა“ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ეს გუნდი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შიდა სარბიელი პირველ პოზიციაზე დაასრულოს.
ესპანელი ექსპერტების აზრით, „ბლაუგრანას“ სერიოზული ჩავარდნის დაწყების შემთხვევაში „რეალს“ შანსი შესაძლოა მიეცეს, სხვა ვარიანტში კი ანჩელოტის არასტაბილური გუნდი კატალონიელთა ყველასათვის წარმოუდგენელ სტაბილურას ვერაფერს მოუხერხებენ.
დიახ, „ბარსელონა“ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც წლების მანძილზე იყო, მაგრამ ეს გუნდი იგებს თამაშებს, რომელიც სჭირდება ჩემპიონობისთვის.
- 14 მარტი 2023
- 1 055
- 8