„რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს და „ლივერპულთან“ პაექრობისთვის მზადება დაიწყეს...
„„ესპანიოლთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა შედარებით ნაკლები დატვირთვა მიიღეს, დანარჩენებმა კი კარლო ანჩელოტის ყველა დავალება შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სრულად დაიტვირთა ბენზემა და მისი „ლივერპულთან“ თამაში გადაწყვეტილია, გუნდთან ერთად ასევე ივარჯიშა ფერლან მენდიმ, რომელიც ანჩელოტის განკარგულებას თვეების შემდეგ უბრუნდება. სამწვრთნელო შტაბმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
„რეალს“ „ლივერპულთან“ მატჩამდე 3 სესიის ჩატარება შეუძლია.
- 12 მარტი 2023
- 238
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.