კამავინგამ შარშანდელი შედეგი გაიმეორა
ედუარდო კამავინგამ მიმდინარე სეზონში მე-40 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩატარებული წუთების მიხედვით შედეგი გაცილებით უკეთესია...
ფრანგმა ფეხბურთელმა შარშან 40 დაპირისპირება 1 700 წუთიანი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო პაექრობაში საშუალოდ 42 წუთს აფიქსირებდა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონში, ფრანგმა 40 მატჩში 2 240 წუთი დაჰყო საქმეში, ეს არის საშუალოდ 56 წუთი თითო მატჩში.
ეჭვი არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონში ედუს მაჩვენებელი მინიმუმ 50 მატჩს მიაღწევს, ვინაიდან მხოლოდ ლა ლიგაში გუნდს კიდევ 13 ტური აქვს ჩასატარებელი, ამას კი ემატება ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასის მინიმუმ 1, ხოლო მაქსიმუმ 2 მატჩი.
ფაქტი ის არის, რომ ახალგაზრდა ფრანგი საკმაოდ დიდ გამოცდილებას იღებს და მომდევნო სეზონში 100 მატჩიანელთა რიგებში გაერთიანდება.
- 11 მარტი 2023
- 2 326
- 24