ანჩელოტი:„თუ „ელ კლასიკოს“ ვერ მოვიგებთ, შანსები შემცირდება“

კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„საწყისი წუთები სახარბიელო ნამდვილად არ იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა. გუნდს კონცენტრაცია 90 წუთის განმავლობაში არ დაუკარგავს, რაც ბუნებრივია, კარგი შედეგის მომტანი იყო.“

„წინა ხაზში მობილურები ვიყავით და ვცდილობდით, მომენტები შეგვექმნა.“

„„ესპანიოლთან“ მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „ლივერპულთან“ და „ბარსელონასთან“ დაპირისპირებებში წარმატების მიღწევა გვმართებს, ამისთვის ყველაფერს გავიღებთ.“

„ვინისიუსის დამოკიდებულება ძალიან კარგი იყო, მან ფანტასტიკური გოლის გატანა მოახერხა.“

„მსაჯს ვთხოვე, ჩემთვის აეხსნა ვინის მომენტი და გაფრთხილების საჭიროება. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავაკრვიე, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.“

„ხოსელუს გოლმა გუნდი დაბნეულობა ვერ შემოიტანა, ჩვენ გვქონდა მკაფიო მიზანი, რომელსაც ვერ გადავუხვევდით.“


„მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ, ახლა კი „ბარსელონას“ შედეგს უნდა დაველოდოთ. მომდევნო კვირის „ელ კლასიკოს“ ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ლა ლიგის მოგების შანსი შევინარჩუნოთ.“

„თუ „ელ კლასიკოს“ ვერ მოვიგებთ, „რეალის“ შანსები მინიმუმამდე დაეცემა. ამის თქმა თამამად შემიძლია და ყველა ვაცნობირებთ მოგების საჭიროებას.“

„ის, რომ „ლივერპულთან“ გასვლითი დაპირისპირება 2:5 მოვიგეთ, ყველაფერს არ წყეტს. ჩვენ წინ 90 წუთი გვაქვს სათამაშო, სადაც კლოპის გუნდი მაქსიმალურად იქნება მოტივირებული. საშინაო არენაზე საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ და გვჯერა, რომ 1/4 ფინალში დამაჯერებლად გავალთ.“

„ვერ ვიტყვი, რომ ორელიან ჩუამენიმ საუკეთესო თამაში ითამაშა, თუმცა ის გარკვეულ მომენტებში შესანიშნავი იყო. ფრანგი მომდევნო დაპირისპირებებშიც მიიღებს ნდობას, ჩვენ ვიცით მისი ხარისხის შესახებ. საგოლე გადაცემა, რომელიც ნახევარმცველმა ედერ მილიტაოს გაუკეთა მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.“

„ბენზემა მოედანზე არ იყო, მაგრამ გუნდმა 3 გოლის გატანა მაინც მოახერხა. აქ საქმე არა ინდივიდებს, არამედ გუნდის მობილურობას შეეხებოდა.“

„მე-100 გამარჯვება ლა ლიგაში? მოდით, ვიფიქრობ მომდევნო 100 მატჩის მოგებაზე.“

„მე არ მითქვამს, რომ „ენფილდზე“ მოპოვებული უპირატესობა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს „ლივერპულის“ შესაძლებლობები, ჩვენ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გვმართებს.“

„მახსოვს შარშანდელი თამაშები „ჩელსისთან“. ჩვენ ინგლისში კარგი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ამოცანა გართულდა. ანალოგიურის განმეორებას ახლა არ ვაპირებთ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უკვე მოპოვებული უპირატესობა.“

„კამავინგას მცველად მაშინ ვიყენებთ, როდესაც პრობლემები გვაქვს. აღნიშნულის შესახებ ადრეც განვაცხადე. მე ვფიქრობ, რომ მას გამოცდილება სჭირდება. დროთა განმავლობასი ედუარდო კიდევ უფრო დაიხვეწება, მაგრამ მისი პოზიცია ნახევარმცველია.“

„როდესაც მეტოქე მოედნის ცენტრს კეტავს და თავიდან ბოლომდე დაცვაზეა ორიენტირებული, 4-4-2 სისტემა უფრო მუშაობს, სადაც ფლანგები უფრო იტვირთება.“

„„ბარსელონას“ საკითხთან დაკავშირებით ხვალ „რეალის“ დირექტორთა საბჭოს სხდომა შედგება, მე ბევრს ვერ ვისაურებ. მირჩევნია „ლივერპულთან“ დაპირისპირებაზე ვიფიქრო.“

„შესაძლოა მილიტაოს და როდრიგოს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთი და იგივე რაოდენობის გოლები ჰქონდეთ გატანილი, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი, რომ ედერი კარგი ფორვარდი იქნებოდა. გოეშისგან ძალიან ბევრს ვითხოვ როგორც წინ, ასევე ნახევარდაცვაში. მის პირდაპირ მოვალეობად გოლების გატანა არ ითვლება. ამ სეზონში როდრიგო ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს.“

„ყველაზე კარგი სიტუაცია ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ ამ ტურნირის მოგება მაინც ყველაზე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დიახ, ლა ლიგაში პირველადგილოსანს ჩამოვრჩებით, სამეფო თასზე კი პირველი თამაში წავაგეთ, თუმცა ევროსარბიელი მაინც უფრო დიდი სირთულეა.“

  • Hala
  • 11 მარტი 2023
  • 5 402
  • 1

1

13 მარტი 2023 17:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
„მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ, ახლა კი „ბარსელონას“ შედეგს უნდა დაველოდოთ. მომდევნო კვირის „ელ კლასიკოს“ ფაქტობრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ლა ლიგის მოგების შანსი შევინარჩუნოთ.“
2009 წელი გამახსენდა ბარსა 4 ქულით იყო ლიდერი, და ბერნაბეუზე ქონდა თამაში მაშინ ესპანეთში ვიყავი და მახსოვს აჭრელებული გაზეთები რეალი იგებს და 1 ქულას ადვილად ამოვქაჩავთო სეზონის ბოლომდეო, 4-5 თამაში იყო დარჩენილი. მაისის დასაწყისი იყო.
რა მოხდა ბერნაბეუზე გეხსომებათ ყველას 2-6 და მადრიდიდან აღარავის უთქვავს ჩემპიონობის შანსი ბოლომდეაო. არც რონსეროს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)