დეშამი: „ეს ბენზემას გადაწყვეტილება იყო“
დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.
„კარიმი ნაკრებში 14 ნოემბერს შემოგვიერთდა. აღნიშნულ პერიოდში მას თითქმის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა. ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და შესაბამისად, მისი მთავარ ჯგუფში დაბრუნება გადაიდო. ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა როგორც მისი, ასევე ვარანის განწესება სასტარტო შემადგენლობაში ავსტრალიის წინააღმდეგ.“
„როდესაც მან კატარში ყოფნის დროს ტრავმა მიიღო, ჩვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. თავდამსხმელი მეუბნება - „მე მკვდარი ვარ.“ ჩვენი სამედიცინო შტაბის დასკვნა დაემთხვა „რეალში“ ჩატარებულ კვლევებს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, კარიმი 10 დეკემბრამდე ვერ მოახერხებდა სესიებში მონაწილეობის მიღებას.“
„მან სოციალურ ქსელში გაოცებით აღნიშნა, რომ ნაკრების დატოვება უწევს, თუმცა ეს ყველაფერი გუნდისათვის ზრუნვის მიზეზით ახსნა. ჩვენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გვქონდა კომონუკაცია, მას ვუთხარი: „კარიმ, ამ გადაწყვეტილების მიღება საჩქარო არ არის.“ როდესაც მეორე დილით გავიღვიძე, მითხრეს, რომ უკვე წასული იყო. “
- 11 მარტი 2023
- 2 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.