ანჩელოტი:,,არ დაგავიწყდეთ, მე ლიგა და ლა ლიგა მოვიგე"
კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„დიდი იმედი მაქვს, მომდევნო დღეები წარმატებული იქნება, ვინაიდან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები უნდა ჩავატაროთ „ესპანიოლის“, „ლივერპულის“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ. გუნდს რამდენიმე დღე ჰქონდა იმისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო, შესაბამისად, კმაყოფილი ვარ და მომდევნო დაპირისპირებებს იმედის თვალით ვუყურებ.“
„საარბიტრაჟო კორუფციასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს, ჩემი ყურადღება გუნდის წარმატებისკენაა მიპყრობილი.“
„ბენზემას კოჭზე პრობლემა აქვს. ფრანგი ხვალ ვერ იასპარეზებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი პაექრობისთვის მზად იქნება.“
„იმისთვის, რომ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე შეხვდეთ, „ესპანიოლის“ და „ლივერპულის“ დამარცხებაა საჭირო, გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.“
„კარიმს ამ სეზონში გარკვეული პრობლემები აქვს, რაც დაზიანებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მჯერა, რომ სეზონის გადამწყვეტ მომენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგება და გუნდის დახმარებას შეძლებს, ჩვენი მისი გამოცდილების და სათამაშო კლასის გვჯერა.“
„ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე როდრიგო იასპარეზებს, ალვაროს კი საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ.“
„„ბაიერნისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირება რა თქმა უნდა საინტერესო იყო, ორივე კლუბს კარგად ვიცნობ, რადგან ვმუშაობდი.“
„კამავინგას მარცხენა მცველად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხედავ, ის ამპლური შუახაზელია.“
„სისულელეა საუბარი იმაზე, რომ ბენზემა დემოტივირებულია, მის ენთუზიაზმს და „ბლანკოსისადმი“ სიყვარულს საზღვარი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, კარიმი ძალიან დიდ როლს ითამაშებს „რეალის“ წარმატებაში, მას მხოლოდ მადრიდში ვხედავ.“
„როდრიგოს ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგია ფლანგიდან, ცენტრიდან და ასე შემდეგ. მიხარია, რომ გოეში უნივერსალია.“
„ალვაროს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ დამისახელეთ ადამიანი, რომელიც გამოცდილია მაშინ, როდესაც მუშაობას იწყებს.“
„მბაპე „რეალში“? თქვენ ამ კითხავს 2 დღეშიც დამისვამთ, 1 კვირაშიც, 2 თვეშიც და ასე შემდეგ, მაგრამ პასუხს ვერ გაგცემთ.“
„თავდაცვითი ასპექტის გაუმჯობესება კოლექტიური პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ, რომ ამ კომპონენტში მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ. არსებობს დეტალები, რომელშიც გუნდი უმჯობესდება.“
„„ესპანიოლი“ დაცვას გააძლიერებს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ მოვიგოთ. მომდევნო 3 დაპირისპირების მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.“
„არ არის გამორიცხული, ფერლან მენდი „ლივერპულთან“ მატჩისთვის 100%-ით მზად იყოს და მოწოდების სიმაღლეზე დგომა შეძლოს.“
„თანამდებობიდან მაგდებდნენ, თანაც ზუსტად ამ დროს, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. სპეკულაციების არასდროს ავყოლილვარ. გუნდის მხრიდან ნდობა მაქვს, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ პატივისცემაზეა დამყარებული. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რასაც „ბლანკოსის“ წარმატება ჰქვია.“
„რთული მომენტები ფეხბურთის განუყეფელი ნაწილია, მაგრამ მთავარია ყველაფერი დაძლიო და აღმოფხვრა.“
- 10 მარტი 2023
- 6 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.