„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
2022 წლის 28 მაისს, „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების დროს, სტადიონის მისადგომებთან მომხდარ შემაშფოთებელ ინციდენტთან დაკავშირებით, კლუბის სურს განაცხადოს შემდეგი:
- 2023 წლის 13 თებერვალს, გამოქვეყნდა „უეფას“ დაკვეთით მომზადებული ექსპერტთა დაკვნა. დოკუმენტაციის არსებითი ნაწილისა და მიზაშეწონილად მიჩნეული ნივტმკიცებების შესწავლის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ სხვა ინსტიტუციებთან ერთად, „უეფაც“ არის პირდაპირი პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებთ, რაც სტადიონის შემოგარენში მოხდა. დასკვნა „უეფას“ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს ლოკაციის თვითნებურ შერჩევასა და ფინალის ორგანიზებაზე. სერიოზულმა ხარვეზებმა რისკის ქვეშ დააყენა დამსწრე გულშემატკივრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ბევრი მაგთანი გახდა მსხვერპლი არა ბილეთებისა და ისეთი პირადი ნივთების ქუროდბის, როგორებიცაა: ჩანთა, ტელეფონი და საფულე. უფრო სერიოზულად, ზოგიერთი ქომაგი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება და რიგ შემთხვევებში ჰოსპიტალში მოთავსებაც.
- ექსპერტთა დამაჯერებელი დასკვნისა და აღწერილი მოვლენების სერიოზულობის გათვალისწინებით, „რეალი“ „უეფასთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს კომპენსაციის შეფასების მიზნით, რომელიც გულშემატკივრებს უნდა მიეღოთ. ჩვენი კლუბი სავსებით დარწმუნებული იყო, რომ გადაწყვეტილებები შესაბამისობაში იქნებოდა მოვლენების სერიოზულობასთან, არსებული ზარალის ხარისხისა და „უეფას“ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
- სამწუხაროდ, ჩვენს კლუბს მიაჩნია, რომ „უეფას“ შეთავაზება, რომელიც წინა სამშაბათს გამოქვეყნდა, არის არასაკმარისი. ის მხოლოდ მოიცავს ბილეთის ფასის ანაზღაურებას, თუმცა გულისხმობს მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის სტადიონზე შესვლის დროის დადგენას.
- აღნიშნულის მოხსენების შინაარსით, რომელიც „უეფას“ მიერ იყო დაკვეთილი, ცხადია, რომ ფინალზე დამსწრე გულშემატკივრები არაადეკვატური ორგანიზების მსხვერპლი გახხდნენ და მათი უსაფრთხოება და დაცვა არ იყო სათანადო. მაშასადამე, მიუხედავად იმისა, შევიდნენ თუ არა ისინი სტადიონზე, ან მოხდა თუ არა ეს დათქმულ დროს, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში, ორივე კლუბის ფანების კარგი ქცევით იყო განპირობებული, ფაქტია, ყველა ქომაგმა განიცადა უსიამოვნო გამოცდილება მატჩის დაწყების შეყოვნებით. ამასთანავე, არ არსებობდა უსაფრთხოების ნორმები, როგორც შესვლის, ასევე სტადიონის დატოვების მომენტში. აღნიშნულმა გამოიწვია ქურდობა, ძალადობა და მუქარა.
ამ მიზეზით, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა არ ითანამშრომლოს „უეფასთან“ შემოთავაზებული შეზღუდული კომპენსაციის პროცედურასთან დაკავშირებით.
არსებული გარემოებიბის გათვალისწინებით, მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლებელი გახდება ონლაინ დახმარების სერვისის ჩაშვება, რომელიც მადრიდის „რეალის“ წევრებს, რომლებმაც ნებისმიერი სახის ზიანი მიიღეს განვლილი ფინალის პერიოდში, საშუალებას მისცემს გააკეთონ განაცხადი „უეფას“ წინააღმდეგ მათი პირადი და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით. კლუბი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას.
- 9 მარტი 2023
- 1 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.