„რეალის“ ახალი გეგმა ჰოლანდთან დაკავშირებით
ალბათ არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბი დიდად დაინტერესებულია ერლინგ ჰოლანდის შესაძლებლობებით.
მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე „რეალის“ მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება, თუმცა Independent-ის ინფორმაციით, მადრიდელები ნორვეგიელი გოლეადორის გადაბირებას ეცდებიან. მანამდე იწერებოდა, რომ პერესი მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში აპირებდა აღნიშნული ფეხბურთელისთვის ბრძოლას.
„თეთრები“ ახალგაზრდა ფორვარდს 35 წლის კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებენ. მართალია, ის თავს ბედნიერად გრძნობს „სიტიში,“ მაგრამ მანჩესტერელებმა კარგად იციან, ჰოლანდი ისეთი ფეხბურთელების რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც გრძელვადიანად რჩებიან ერთ გუნდში. შესაძლებელია, ამ ტრანსფეროს განხორციელებას ხელი შეუწყოს „ქალაქელების“ გარკვეულმა კანონდარღვევებმა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები იძიებენ, ან გვარდიოლას სათამაშო სტილმა.
რაც შეეხება ბელინგემს, „რეალი“ თავს ფავორიტად თვლის.
- 9 მარტი 2023
- 2 156
- 3