რა არ მოეწონა ასენსიოს?

მარკო ასენსიოს მომავალი კვლავ გაურკვეველია.

როგორც იცით, ფეხბურთელს 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი „რეალთან.“ კლუბის სურვილია ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება, თუმცა არა ნებისმიერ ფასად.

„მარკას“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუდან“ მალიორკელ მოთამაშეს განახლებული ხელშეკრულება გაუგზავნეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, ვინაიდან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა იქ არსებული სახელფასო პირობები.

„რეალში“ მარკოს მეორე შემადგენლობის ფეხბურთელად თვლიან და ბუნებრივია, მისთვის ანაზღაურების მნიშვნელოვნად გაზრდას არ აპირებენ. ის საკმაოდ ხმაურიანად ჩაირიცხა „ბლანკოსის“ რიგებში, მაგრამ არსებული მომენტისათვის, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამის კარგი მაგალითია განვლილი 2 თამაში („ბარსელონასთან“ და „ბეტისთან“), როდესაც ანჩელოტის საერთოდ არ მიუცია მისთვის სათამაშო წუთები.

თავის მხრივ, ასენსიოსაც არ უნდა მადრიდან გადაბარგება და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შეთანხმებიან მხარეები.

ამჟამინდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, უს უფრო ახლოს არის წასვლასთან, ვიდრე პირიქით.


1

10 მარტი 2023 20:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წავიდეს და სანე მოიყვანონ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)